logo
ENG



"ეჭვგარეშეა, სადაა საქართველოს მომავალი - ევროკავშირში" - ბერბოკი სტუდენტებთან შეხვედრაზე

25 მარ 202316:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/25/5krwl8rv0gt41ro.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ინსტაგრამზე ქართველ სტუდენტებთან შესახებ წერს.

"აქ, თბილისში ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ეჭვგარეშეა, სადაა საქართველოს მომავალი - ევროკავშირში", - ამბობს ბერბოკი.

გერმანელი დიპლომატი სტუდენტებისგან დასმულ შეკითხვებსა და მის მიერ გაცემულ პასუხებზეც წერს.

"რა ვქნათ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ მიჰყვება ჩვენი თაობის საერთო საქმეს იმავე ენერგიით", - მკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა. გააგრძელე სვლა, იყავი დაჟინებული. სამი წლის წინ ზოგიერთ ჩემს კოლეგას ეღიმებოდა იმ სტუდენტებზე, რომლებიც კლიმატის დასაცავად გაიფიცნენ. დღეს მათი დღის წესრიგი საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს განიხილება, ასევე ოჯახებში სასადილო მაგიდის გარშემო" - აღნიშნულია ბერბოკოს პოსტში.

ანალენა ბერბოკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში წევრობის კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტები აუცილებელია. მისივე თქმით, ისინი მხარს უჭერს საქართველოს და მის მთავრობას ამ გზაზე და საუბრობს წნეხზე, რომელსაც ქვეყანა განიცდის.

"2008 წელს რუსეთის არმია თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის ორი რეგიონი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის კონტროლირებად. მეორე მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ ათასობით ადამიანი რუსეთიდან და უკრაინიდან საქართველოში გაიქცა. აქ ახალი ჭრილობები ხვდება იარებს.

თბილისის სალექციო დარბაზში სიცოცხლე გულისამაჩუყებელია და ამ ახალგაზრდა თაობის უნარი ჩამოაყალიბოს საკუთარი ქვეყნის მომავალი ასევე წარმოადგენს ჩვენს მოტივაციას. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ათასობით ახალგაზრდა როგორ იღებს ხელში ევროკავშირის დროშას, როდესაც ქუჩაში გამოხატვის თავისუფლებისთვის და კრიტიკული საზოგადოების შესანარჩუნებლად. 

"და თუ გაჩერდა?" - მკითხეს, როდესაც ვემშვიდობებოდით. ჩვენი კარი ღია რჩება. პოლიტიკა - ეს ცვალებადი პროცესია და არასდროს არაფერი არ ჩერდება. ეს ხანდახან დამქანცველია, მაგრამ ყოველთვის იძლევა შესაძლებლობას. ის ფაქტი, რომ თბილისის უნივერსიტეტის შესასვლელთან უკრაინის დროშა ფრიალებს, ჩვენს საერთო ღირებულებებზე მეტყველებს. და რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია", - აღნიშნავს ბერბოკი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 23-24 მარტს იმყოფებოდა. ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს. გარდა ამისა, ის საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

 


close დახურვა